მაჭახელას ხეობაში, დამეწყრილი მონაკვეთების აღსადგენად, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

14 ნოემბერი 2025, 16:33 281 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას ხეობაში, დამეწყრილი მონაკვეთების აღსადგენად, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა დიასამიძესთან ერთად მიმდინარე საპროექტო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი ხიდისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.

ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტმენტი ავრცელებს.

 

 

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე