აბრეშუმის ფორუმის ფარგლებში არაერთი პანელური დისკუსია გაიმართა. ერთ-ერთი ასეთი იყო, გლობალური ვაჭრობის განახლება, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ესწრებოდა.
მან აღნიშნა, რომ საქართველო არის ადგილი, რომელიც სხვადასხვა კულტურებს, იდეებს აკავშირებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უზარმაზარი შესაძლებლობაა.
მისივე თქმით, მსოფლიო გამოწვევების ფონზე, საქართველო მზად არის მნიშვნელოვანი როლი ითამაშის შუა დერეფნის განვითარებაში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა, პარტნიორულ თანამშრომლობაზე ჩინეთთან და მეზობელ ქვეყნებთან და ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე