ბათუმში, ვარშანიძის ქუჩაზე, შამილაძის ქუჩიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე მონაკვეთში სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ, ინფორმაციას ბათუმის ავტოტრანსპორტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, №7 და №7ა მუნიციპალური ავტობუსები დაუბრუნდნენ ძველ მარშრუტს.
"საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით, სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა ვარშანიძის ქუჩაზე, შამილაძის ქუჩიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე მონაკვეთში.
შესაბამისად, №7 და №7ა მუნიციპალური ავტობუსები დაუბრუნდნენ ძველ მარშრუტს და იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით: აღმაშენებლის ქუჩა - ხახულის ქუჩა - ვარშანიძის ქუჩა - სულაბერიძის ქუჩა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
