სპექტაკლი ხულოს დრამატულ თეატრში

22 ოქტომბერი 2025, 19:57 220 ნახვა

ხულოს დრამატულ თეატრში სოციალურმა საგანმანათლებლო ცენტრმა „მომავლის პალიტრამ“ პროექტის „არ დავივიწყოთ ქართულის“ ფარგლებში მაყურებელს შესთავაზა თეატრალური წარმოდგენა „შეხვედრა კლასიკოსებთან“.

პროექტის მიზანია მოზარდებში ქართული ლიტერატურული ნაწარმოებების პოპულარიზაცია და მათი ინტერესის გაღვივება ეროვნული კულტურისადმი.

ახალგაზრდებმა შთამბეჭდავად გააცოცხლეს ქართული ლიტერატურის კლასიკოსთა სახეები და დამსწრეების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

პროექტი უკვე მესამე წელია ხორციელდება აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

ასმათ ტუნაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე