სოლიდარობის აქცია ბათუმში

22 ოქტომბერი 2025, 17:48 172 ნახვა

„ქუჩის გადაკეტვა კრიმინალი არ არის, თუ არ იქნება მედია, ვინ დაიცავს შენს უფლებებს“- ამ ლოზუნგით ბათუმში მედიის წარმომადგენლებმა დაკავებულ ჟურნალისტებს სოლიდარობა  გამოუცხადეს.

საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებილებმა, დედაქალაქში რუსთაველის გამზირზე  ჟურნალისტების დაკავების ფაქტი დაგმეს.

მათი განცხადებით, ხელისუფლება ებრძვის კრიტიკულ მედიას, ახალისებს ჟურნალისტებზე ძალადობას და ახალი კანონებით ქვეყანაში პროტესტის ჩახშობას ცდილობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე