ოკუპირებულ ლუგანსკში ნავთობბაზა იწვის

11 მაისი 2024, 09:03 410 ნახვა

სამი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა  უკრაინის თავდაცვის ძალების თავდასხმის შედეგად ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში. 4 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. თავდასხმა  ქალაქ როვენკის ნავთობბაზაზე განხორციელდა. აფეთქებას მასშტაბური ხანძარი მოჰყვა. ამის შესახებ ტელეგრამ-არხზე  თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გუბერნატორმა დაწერა. მისი თქმით,  ეს ბოლო სამი დღის განმავლობაში  მეორე ასეთი თავდასხმა იყო. ორივე შემთხვევაში, პასეჩნიკმა, მტკიცებულების გარეშე, თქვა, რომ უკრაინამ  გამოიყენა აშშ-ის მიერ მიწოდებული ატაკამის ტიპის არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემები.

რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ ლუგანსკის რეგიონის დიდ ნაწილს, თუმცა არა მთლიანად. ეგრეთწოდებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა  ერთ-ერთია იმ ოთხი რეგიონიდან, რომელთა ანექსია რუსეთმა  2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გააფორმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში