დასავლეთის ქვეყნების დიდი ნაწილი პუტინის ინაუგურაციას ბოიკოტს უცხადებს

07 მაისი 2024, 10:51 405 ნახვა

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობას მეხუთე ვადით დაიკავებს. ინაუგურაციის ცერემონია კრემლში შუადღისას გაიმართება.

პუტინმა პრეზიდენტის  ფიცი ოთხჯერ უკვე დადო. 2000 წელს  47 წლის პრეზიდენტობის კანდიდატმა  რუსი ამომრჩევლების ხმების 52,94%-ი მიიღო, 2004 წელს - 71,31%, 2012 წელს - 63,6%, 2018 წელს 76,7%, მიმდინარე  წლის მარტის არჩევნებში 71 წლის პუტინმა  ამომრჩეველთა ხმების რეკორდული რაოდენობა 87,28% მიიღო. დასავლეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს „არადემოკრატიული“ უწოდეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად არ ცნობს რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული არჩევნების შედეგებს და მოუწოდებს ყველას პუტინის ინაუგურაციის იგნორირებას.

ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და საერთაშორისო თანამეგობრობას, არ აღიარონ ლეგიტიმურად რუსეთის მიერ 2024 წლის 15-17 მარტს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში