შოლცი ბორელის ინიციატივის მომხრეა

07 მაისი 2024, 10:51 361 ნახვა

გერმანიის კანცლერ  ოლაფ შოლცის თქმით, გაყინული რუსული აქტივებით მიღებული შემოსავლის დაახლოებით 90 პროცენტი   უკრაინისთვის იარაღის შეძენას უნდა მოხმარდეს. იგი მხარს უჭერს ევროკავშირის წინადადებას რუსული აქტივების პროცენტის გამოყენების შესახებ უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.

2 თვის წინ ჯოზეფ ბორელი  ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან შემოსავლების 90 პროცენტის ევროკავშირის სპეციალურ  ფონდში გადარიცხვის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც  უკრაინის სამხედრო დახმარების დასაფინანსებლად შეიქმნა.

გერმანია და ბალტიის სამი ქვეყანა ითხოვენ ევროპაში იარაღის წარმოების სწრაფ გაფართოებას - განაცხადა შოლცმა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოება უკვე დაიწყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში