გიორგი შერმადინი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონია 

29 აპრილი 2024, 08:50 319 ნახვა

გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონია. მისი „ტენერიფე“ „უნიკახას“ დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მალაგელები იყვნენ წინ, საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე შერმადინის თანაგუნდელებმა სხვაობა 3 ქულამდე შეამცირეს – 75:78. თუმცა გადამწყვეტ მომენტში მეტი სიზუსტე „უნიკახას“ კალათბურთელებმა გამოიჩინეს და 80:75 გაიმარჯვეს.

უნიკახამ“ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოიგო. გიორგი შერმადინი თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. მან 31 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მოაგროვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი