ტაივანში ბოლო 24 საათის განმავლობაში 200-ზე მეტი აფტერშოკი დაფიქსირდა

23 აპრილი 2024, 09:02 441 ნახვა

ტაივანის ქალაქ ჰუალიენის მოსახლეობამ გასული ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა ათობით განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგების გამო. 

ჰუალიენის სახანძრო დეპარტამენტის მონაცემებით,  ორი შენობა, რომელიც 3 აპრილის ძლიერი მიწისძვრის შედეგად  დაზიანდა და საიდანაც მობინადრეები გამოყვანილი, კიდევ უფრო დაზიანდა და გადაიხარა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ჰუალიენში  3 აპრილს 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელმაც 14 ადამიანი იმსხვერპლა და ათასზე მეტი აფტერშოკი  გამოიწვია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში