ირანი ისრაელს აფრთხილებს

16 აპრილი 2024, 13:08 399 ნახვა

„თუ ისრაელის რეჟიმი შეცდომას დაუშვებს, ამჯერად ირანის პასუხი, როგორც ირანის სამხედრო მეთაურებმა განაცხადეს, იქნება არა მინიმალური, არამედ მყისიერი და მკაცრი“ – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ რაიმე მიზეზით სიონისტური რეჟიმი  მოინდომებს, თუნდაც უმნიშვნელო ქმედებების განხორციელებას ირანის მიწის, ირანელი ხალხის, ირანის ინტერესების წინააღმდეგ, მას აუცილებლად ექნება გადამწყვეტი და მკაცრი პასუხი. ამ პასუხს კიდევ 12 ან 13 დღე არ დასჭირდება  – აღნიშნა სატელევიზიო ინტერვიუს დროს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და აღნიშნა, რომ თუ ვინმე  მხარს დაუჭერს ისრაელს ამ დაპირისპირებაში,  ეს ქვეყანა ირანის სამიზნე გახდება.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში