ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში ბათუმის „დინამო“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს

16 აპრილი 2024, 10:01 520 ნახვა

ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში „თელავმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა. მატჩი ფრედ – 0:0 დასრულდა.  „სამგურალი“ კი საკუთარ მოედანზე „იბერია 1999“-თან 2:3 დამარცხდა. მეცხრე ტურის დარჩენილი შეხვედრები დღეს გაიმართება.

„გაგრა“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს, „დილა“ „კოლხეთს“ სტუმრად დაუპირისპირდება. შეხვედრა ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში გაიმართება. ტურის ბოლო შეხვედრა კი ბათუმში ჩატარდება.

მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ „სამტრედიას“ მიიღებს. „აჭარაბეთ არენაზე“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, შეხვედრა სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბათუმის საფეხბურთო ცენტრის მინდორზე ჩატარდება.

ბათუმის „დინამოსა“ და „სამტრედიის“ დაპირისპირება 21:00 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში