ირანის ისრაელზე თავდასხმას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან  

14 აპრილი 2024, 15:04 422 ნახვა

მსოფლიო ლიდერებმა ''იქსის'' პლატფორმაზე  შეშფოთება გამოთქვეს ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის  ესკალაციის გამო.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაგმო ირანის ისრაელზე  თავდასხმა, ხოლო აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრაა ასახული.

განცხადებაში  ნათქვამია, რომ აშშ ისრაელის უსაფრთხოებას მტკიცედ დაიცავს. ისრაელის ელჩმა გაეროში გამოაქვეყნა ვრცელი წერილი, რომელიც 13 აპრილს გაუგზავნა გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს ვანესა ფრეიზერს, რომელშიც  გამოხატა აღშფოთება და მოითხოვა შეხვედრა, რათა ცალსახად დაგმო ირანის ქმედება ამ სერიოზული თავდასხმისთვის".

ფრეზიერმა ''იქსზე'' ისრაელის ელჩს პოსტით უპასუხა  და აღნიშნა, რომ ეს დაპირისპირება  რეგიონს  მხოლოდ  დესტაბილიზაციას მოუტანს.

თავდასხმა  იყო გაუმართლებელი და  უპასუხისმგებლო, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონში შემდგომ ესკალაციას - წერს  გერმანიის კაცლერი ოლაფ შოლცი ''იქსზე''  გამოქვეყნებულ პოსტში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა და გერმანიის ელჩმა ისრაელში სოლიდარობა გამოუცხადეს ისრაელს თავდასხმის შემდეგ.

რომის პაპი ფრანცისკე მხარეებს მოუწოდებს შეწყვიტონ ქმედებები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ძალადობის აფეთქებას გამოიწვევს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში