ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, პლატფორმა იქსი გამოიყენა ვიდომიმართვის გამოსაქვეყნებლად, მან თქვა, რომ ისრაელი "უნდა დაისაჯოს და ის უნდა დაისაჯოს სირიაში ირანის საელჩოს შენობაზე თავდასხმისთვის“. მისი მიმართვა გამოქვეყნდა რამდენიმე წუთით ადრე, სანამ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ისრაელის მიმართულებით ასეულობით კამიკაძე დრონსა და რაკეტას გაუშვებდა.
ისრაელზე თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ, გაეროში ირანის წარმომადგენლობამ თავის იქს პლატფორმაზე დაწერა, რომ „საქმე შეიძლება ჩაითვალოს დასრულებულად“ და აღნიშნა, რომ „თუ ისრაელის რეჟიმი კიდევ ერთ შეცდომას დაუშვებს, ირანის პასუხი გაცილებით მკაცრი იქნება. ეს არის კონფლიქტი ირანსა და ისრაელის თაღლითურ რეჟიმს შორის, რომლისგანაც აშშ-მა შორს უნდა დაიჭიროს თავი!