ჰამასის ლიდერის სამი ვაჟი და 4 შვილიშვილი დაიღუპა ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად 

11 აპრილი 2024, 08:03 394 ნახვა

ჰამასის ლიდერის სამი ვაჟი დაიღუპა ღაზის სექტორზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად. ისრაელმა დაადასტურა თავდასხმის განხორციელება და ისინი  ჰამასის შეიარაღებული ფრთის ოპერატორებად მოიხსენია.

ჰამასის თქმით, თავდასხმას ასევე შეეწირა ჰანიეს ოთხი შვილიშვილი, სამი გოგონა და ერთი ბიჭი. 

ახლობლების თქმით, სამი ვაჟი და ოთხი შვილიშვილი ოჯახურ ვიზიტებს ასრულებდნენ მუსულმანური იდ ალ-ფიტრის დღესასწაულის პირველ დღეს ღაზის ლტოლვილთა ბანაკში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში