ენმ  გამგებელს  კორუფციაში  ადანაშაულებს

23 მარტი 2017, 00:00 3581 ნახვა

ნაციონალური  მოძრაობის” მორიგი ბრალდება ქედის გამგეობას,  ვაჟა ბოლქვაძე გამგებელს კორუფციაში ადანაშაულებს.  როგორც რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, სამი სოფლის სასმელი წყლის ავზის მშენებლობა გამგეობამ ისე ჩაიბარა რომ სამუშაოები დასრულებული არ არის. ქედის გამგებლის მოადგილე შესრულებულ სამუშაოებს დადებითად აფასებს და ოპოზიციის ბრალდებას უარყოფს. გურამ ბერიძის განმარტებით, სოფლის მოსახლეობა ალტერნატიული წყლით სარგებლობს, რადგან ახალ ავზზე ჯერ აბონენტები დაერთებული არ არიან. წყლის სისტემის მშენებლობისთვის 549 ათასი ლარი დაიხარჯა.

ამავე კატეგორიაში