ჰონგ კონგში სპორტულ დარბაზში ხანძარმა ადამიანები იმსხვერპლა

10 აპრილი 2024, 08:01 228 ნახვა

ჰონგ-კონგის მჭიდროდ დასახლებულ  კოულუნის რაიონში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა.

მათგან ექვსი მძიმე მდგომარეობაშია. ადგილობრივი მაუწყებლის განცხადებით,  ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში განთავსებულ სპორტდარბაზში გაჩნდა.

ხანძარი მეხანძრე-მაშველებმა ერთი საათის შემდეგ ჩააქრეს. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში