ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სახლების დემონტაჟი დაიწყეს

04 აპრილი 2024, 08:05 505 ნახვა

დრონით გადაღებულ  კადრებზე მაღაროელები არიან აღბეჭდილი, რომლებიც   ტაივანის ჰუალიენის მთიან რაიონში ჩარჩნენ მას შემდეგ, რაც 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრამ  მეწყერი გამოიწვია და  გასასვლელი გზები ჩაკეტა. მაღაროელები მეწყერსაშიშ ზონაში კლდის პირას დგანან და დახმარებას ელოდებიან.   

ტაივანის  აღმოსავლეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა ათას ადამიანს  გადააჭარბა, თუმცა დაღუპულთა რიცხვი უცვლელი რჩება. სტიქიამ 9 ადამიანი იმსხვერპლა.  ძლიერი მიწისძვრა  ოთხშაბათს დილით მოხდა, როცა ადამიანები სამსახურსა და სკოლაში წასასვლელად ემზადებოდნენ.

სტიქიური უბედურების რაიონში სპეციალისტებმა დაზიანებული შენობების დემონტაჟი დაიწყეს.      

ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო ტაივანში  ბოლო 25 წლის განმავლობაში. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში