„ბორჯღალოსნები“ ფიჯის ნაკრებს ბათუმში უმასპინძლებენ

01 აპრილი 2024, 19:47 327 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 5 ივლისს ფიჯის ნაკრებს ტესტ-მატჩში ბათუმის სტადიონზე უმასპინძლებს.

''ბორჯღალოსნებს'' ფიჯელებთან 7-ჯერ უთამაშიათ და მხოლოდ 1 მოგება აქვთ. საქართველოს ნაკრებს ზაფხულში 3 ტესტ-მატჩი ელოდება.

აქამდე ცნობილი იყო, რომ 13 ივლისს საქართველო სტუმრად იაპონიაში ითამაშებდა, ხოლო 20 ივლისს კი სიდნეიში ავსტრალიას დაუპირისპირდებოდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში