თათრეთის ქალაქებში დრონებით თავდასხმის შედეგად დაშავებულია შვიდი ადამიანი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანია. რუსული მედიის განცხადებით, ეს თათრეთში დრონებით შეტევის პირველი შემთხვევაა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი დრონი სამრეწველო ზონაში საერთო საცხოვრებელს მოხვდა. მეორე დრონის სამიზნე ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა იყო. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს და ის არ აფეთქებულა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით კი, დრონი თათრეთში, ნიჟნეკამსკის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ტექნოლოგიურ ინსტალაციას მოხვდა, რის შემდეგაც, ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეებმა ცეცხლი 20 წუთში ჩააქრეს.