ძალოსნები ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ტაილანდში იბრძოლებენ. მსოფლიოს თასის გათამაშება ტაილანდში 31 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელ გია ცირეკიძის ხელმძღვანელობით უკვე გაემგზავრნენ შოთა მიშველიძე და საბა ასანიძე.
ეროვნული ნაკრების დანარჩენი წევრები ტაილანდს მთავარი მწვრთნელის - გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ოთხ აპრილს შეუერთდებიან.