რუსეთი უარს ამბობს შვეიცარიის ინიციატივაზე

27 მარტი 2024, 08:04 384 ნახვა

შვეიცარიის ქალაქი ბერნი მზადაა უახლოეს თვეებში უკრაინის საკითხზე უმაღლესი დონის სამშვიდობო კონფერენციას უმასპინძლოს. ინიციატივას  უარყოფს რუსეთი. 

ჟენევაში გაეროს შტაბ-ბინაში რუსეთის წარმომადგენელმა  გენადი გატილოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ დაესწრება ამ შეხვედრას და აღნიშნა, რომ ბერნმა უარი თქვა ნეიტრალიტეტზე.  მოსკოვის თქმით,  შვეიცარიის ინიციატივა მოსკოვის მონაწილეობის გარეშე  გამართოს კონფერენცია წინასწარ განწირულია.

შვეიცარიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და გაყინა 9 მილიარდამდე დოლარის ღირებულების  რუსების კუთვნილი ფინანსური აქტივები, რასაც გატილოვმა  ქურდობა უწოდა.

პრეზიდენტმა ვიოლა ამჰერდმა გასულ თვეში განაცხადა, რომ შვეიცარია ცდილობს შეკრიბოს ბერნში ეგრეთწოდებული ბრიქსის ქვეყნების, არაბული ქვეყნებისა და  გლობალური სამხრეთის ქვეყნების ლიდერები. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი