ადგილობრივი მოკრივეების წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე

26 მარტი 2024, 20:02 867 ნახვა

წარმატებით იასპარეზეს ბათუმის კრივის აკადემიის სპორტსმენებმა ზესტაფონში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე 14 წლამდე მოსწავლე მოკრივეთა შორის.

ლაშა ჭეიშვილის შეგირდებმა ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები მათე დუმბაძე და დიმიტრი ბერაია გახდნენ. ვიცე-ჩემპიონის ტიტული გიორგი ჭეიშვილმა მოიპოვა.

ბათუმელ მოკრივეებს წინ სხვადასხვა რანგის ტურნირი ელით, თუმცა მთავარი ევროპის ჩემპიონატია, რომელშიც აკადემიის მებრძოლები ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი