ღაზაში ჰამასის მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრები ახლობლების გათავისუფლებას პალესტინის ანკლავში ცეცხლის შეწყვეტამდე ითხოვენ. ორშაბათს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია ისრაელსა და პალესტინელ ბოევიკებს შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით.
"არ შეიძლება შეწყდეს ცეცხლი მათი სახლში დაბრუნების გარეშე. ჯერ დააბრუნეთ ისინი სახლში და შემდეგ შეწყვიტეთ ცეცხლი", - აცხადებენ თელ-ავივის მოედანზე შეკრებილები. შეერთებულმა შტატებმა თავი შეიკავა უშიშროების საბჭოს კენჭისყრაში მონაწილეობისგან.
დანარჩენმა 14-მა წევრმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ასევე მოითხოვს მძევლების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას.