ვლადიკავკაზში სტუდენტებმა პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას

25 მარტი 2024, 08:05 361 ნახვა

მოსკოვის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად   რუსეთის ქალაქ ვლადიკავკაზში სტუდენტები  უნივერსიტეტის  ეზოში შეიკრიბნენ   და სანთლები აანთეს. რუსეთის პრეზიდენტმა    24 მარტი  გლოვის დღედ გამოაცხადა.

ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ იპოვის და დასჯის ყველა იმ პირს, რომლებიც თავდასხმის უკან დგანან, რომლის დროსაც დაიღუპა 137 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და 180-ზე მეტი დაშავდა.   

თავდასხმა კროკუს სითი-ჰოლზე, ყველაზე მასშტაბური იყო რუსეთის ტერიტორიაზე   2004 წლის ბესლანის სკოლის ბლოკადის შემდეგ. მაშინ  დაიღუპა 300-ზე მეტი ადამიანი, მათგან ნახევარზე მეტი ბავშვი იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი