ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია

24 მარტი 2024, 09:52 463 ნახვა

ლაშა შავდათუაშვილი თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის გამარჯვებულია.

ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე 32 წამში იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ პირველ საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი