„ჯვაროსნებმა“ ლუქსემბურგთან მატჩისთვის მზადება დაიწყეს

19 მარტი 2024, 12:09 586 ნახვა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის მზადება უკვე დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდი საგურამოში არასრული შემადგენლობით შეიკრიბა, სადაც ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩისთვის მოემზადება, რომელსაც ლუქსემბურგის წინააღმდეგ ჩაატარებს.

გუნდმა პირველი ვარჯიში 21 ფეხბურთელის შემადგენლობით ჩაატარა, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია უკვე თბილისში არიან და საწვრთნელ პროცესში დღეს ჩაერთვებიან. საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩი 21 მარტს, "დინამო არენაზე" გაიმართება.

გამარჯვების შემთხვევაში ვილი სანიოლის გუნდი ფინალში გავა, სადაც 26 მარტს, ისევ თბილისში, მეორე ნახევარფინალურ წყვილში, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან.

ევრო-2024 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში