„ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან

18 მარტი 2024, 12:24 503 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პარიზში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდა, 36:10 დაამარცხა და ზედიზედ მეშვიდედ, ისტორიაში კი მეთექვსმეტედ ტურნირის გამარჯვებული გახდა. ინგლისელმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილიმ კი ბორჯღალოსნებთან ერთად პირველი ტიტული მოიპოვა. ბორჯღალოსნებისთვის ეს შეხვედრა ორმაგად მნიშვნელოვანი და პრინციპული იყო. შეგახსენებთ, რომ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ პორტუგალიასთან ფრე ითამაშა, რის გამოც ჩვენმა გუნდმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. ქართველთაგან ლელოები ტაბუცაძემ ორი, კარკაძემ და ალანიამ გაიტანეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი