რიო-დე-ჟანეიროში რეკორდული სიცხეა

18 მარტი 2024, 12:16 467 ნახვა

რიო დე ჟანეიროში ეგრეთწოდებული თბური სენსაციის ანუ აღქმადი ტემპერატურის ახალი რეკორდი დამყარდა. 62,3 გრადუსი დაფიქსირდა. ეს არის ყველაზე მაღალი თბური შეგრძნება მას შემდეგ, რაც 2014 წელს რიოს გამაფრთხილებელმა სისტემამ გაზომვები დაიწყო-ნათქვამია რიოს საოპერაციო ცენტრის მოხსენებაში. ამ ცენტრის თანახმად, თერმული შეგრძნება არის სითბოს ინდექსი, რომელიც ტემპერატურისა და ფარდობითი ტენიანობის მონაცემებიდან გამოითვლება. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა და ფარდობითი ტენიანობა, მით უფრო დიდია სითბოს შეგრძნება ამ რეგიონში. გუარატიბას რაიონი ოკეანესთან სიახლოვისა და თბილი ჩრდილოეთის ქარის გამო ხშირად ექცევა თბური ტალღის ქვეშ, რომელიც ბრაზილიაში გასულ კვირას დაიწყო და კვირის ბლომდე შენარჩუნდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში