რუსეთი გადაწყვეტს უკრაინაში მშვიდობის შესახებ ვისთან დაჯდება მოსალაპარაკებლად-პუტინი

18 მარტი 2024, 12:11 422 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მოსკოვში თავისი პარტიის შტაბ-ბინაში მივიდა და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. პუტინის თქმით, ამ გამარჯვებამ აჩვენა, რომ მოსკოვი მართალი იყო, როცა დაუპირისპირდა დასავლეთს და თავისი ჯარები უკრაინაში გაგზავნა. კგბ-ს ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი, რომელიც ქვეყნის სათავეში პირველად 1999 წელს მოვიდა, აცხადებს, რომ არჩევნების შედეგი დასავლეთისთვის მესიჯია, რომ მას მოუწევს რუსეთისთვის ანგარიშის გაწევა იქნება ეს ომში თუ მშვიდობაში კიდევ მრავალი წელი. პუტინმა თქვა, რომ რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს, ვის ესაუბროს უკრაინაში მშვიდობის შესაძლებლობის შესახებ და ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკება გამორიცხა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში