მსოფლიო ლიდერების რეაქცია პუტინის გამარჯვებაზე

18 მარტი 2024, 12:01 407 ნახვა

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც კვირას ვლადიმერ პუტინის დიდი გამარჯვებით დასრულდა და რომელმაც პირველი ოფიციალური შედეგების მიხედვით პუტინს ხელისუფლებაში კიდევ 6 წლით დარჩენის გარანტია მისცა, მსოფლიო ლიდერები ძირითადად სოციალურ მედიაში გამოეხმაურნენ. გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და სლოვაკეთმა გააკრიტიკეს ჩატარებული არჩევნები პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების და ცენზურის გამო, ხოლო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ბოლივიის, კუბისა და ვენესუელის ლიდერებმა პუტინს ხელახალი არჩევა მიულოცეს. ვლადიმერ პუტინმა ამომრჩეველთა ხმების 87,8% მიიღო, რაც ყველაზე დიდი შედეგია რუსეთის პოსტსაბჭოთა ისტორიაში- ნათქვამია საზოგადოებრივი აზრის ფონდის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის ანგარიშში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში