ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტე გარდაიცვალა

14 მარტი 2024, 13:55 359 ნახვა

78  წლის   ასაკში ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ნეოფიტე გარდაიცვალა.  იგი  ცდილობდა აღედგინა ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის რეპუტაცია, რომელიც ბიზნესმენებთან და კომუნისტურ საიდუმლო პოლიციასთან კავშირების გამო შეილახა.  

ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის რეპუტაცია მას შემდეგ შეილახა, რაც 2012 წლის იანვარში ისტორიული ფაქტების შემსწავლელმა  კომისიამ დაადგინა, რომ ეკლესიის 15 ეპისკოპოსიდან 11  ყოფილი კომუნისტური ეპოქის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა.    

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი