ჩინეთში რესტორანში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

13 მარტი 2024, 08:03 454 ნახვა

ერთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა  მძლავრი აფეთქების შედეგად, რომელიც ჩინეთის ჩრდილოეთ ჰებეის პროვინციაში რესტორანში მოხდა. ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი იტყობინება, რომ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი ვარაუდით,  აფეთქება და შემდგომ ძლიერი ხანძარი  გაზის გაჟონვამ გამოიწვია.  

შემთხვევის ადგილზე  36 სახანძრო მანქანა და 154 მეხანძრე-მაშველი  გაგზავნეს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში