გაეროს უფლებადამცველები ნავალნის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებენ 

12 მარტი 2024, 08:59 323 ნახვა

გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტმა რუსეთში განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა მოსკოვს ეკისრება, რადგან ის ან ციხეში მოკლეს, ან ციხეში შექმნილი  პირობების შედეგად გარდაიცვალა, რაც წამებას უტოლდებოდა.

მარიანა კაცაროვამ შიშობს, რომ რუსეთში სხვა დაკავებულ პოლიტპატიმრებსაც  იგივე ბედი ელით, როგორც ნავალნის. 

ოფიციალურმა  მოსკოვმა  უარყო იულია ნავალნაიას ბრალდებები, რომ მისი მეუღლე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა მოკლა.

ნავალნაიამ განაცხადა, რომ მისი საქმე გაგრძელდა და მხარდამჭერებს  17 მარტს არჩევნების დღეს პუტინის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტისკენ მოუწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი