50 ადამიანი დაშავდა სიდნეიდან ოკლენდის მიმართულებით ფრენისას, როცა ბოინგ-787-მა მოულოდნელად მკვეთრი დაშვება დაიწყო. თვითმფრინავმა ძლიერი რყევა განიცადა, რის შედეგადაც 10 მგზავრი და სამი ბორტგამცილებელი დაშავდა.
ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენს კი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვს.
ავარიის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ავიაკომპანიამ მომხდარის საფუძვლიანი გამოძიება დაიწყო.