ორი ახალი ზელანდიელი მოთხილამურე დაიღუპა იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად.
ზვავში ექვსი ადამიანი მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოთხილამურეები ახალი ზელანდიიდან იყვნენ. ერთი კაცი და ქალი ადგილზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ადგილობრივი მედია წერს, რომ მოსალოდნელი ზვავის შესახებ მოთხილამურეები წინასწარ გაფრთხილებული არ ყოფილან.