ხუთი ადამიანი დაიღუპა ერთძრავიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ამერიკის ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილთან ავტომაგისტრალზე - ინფორმაციას ქალაქის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს. ინციდენტი გამვლელმა მძღოლმა გადაიღო, ვიდეოკადრებზე ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი ჩანს.
ნეშვილის სახანძრო დეპარტამენტის სპიკერმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ თვითმფრინავი მიწასთან შეჯახების შედეგად აფეთქდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.