რაგბი ევროპის ფინალში „ბორჯღალოსნები“ პორტუგალიას შეხვდებიან 

04 მარტი 2024, 09:51 353 ნახვა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალში პორტუგალიის ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა და ფინალში გავიდა. ესპანელებმა ტაიმი 20:12 მოიგეს და მეორე ტაიმის დასაწყისში უპირატესობა კიდევ გაზარდეს, მაგრამ შემდეგ პორტუგალიის ნაკრებმა მეტოქეს შანსი აღარ მისცა და საბოლოოდ 33:30 მოიგო.

ამრიგად, 17 მარტს, პარიზში, რაგბი ევროპის ფინალში საქართველო და პორტუგალია დაუპირისპირდებიან.

ამ გუნდების ბოლო შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფრედ დასრულდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში