დონბასში ომი ჩვენ არ დაგვიწყია - პუტინი

29 თებერვალი 2024, 14:39 460 ნახვა

უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნას ტრაგიკული შედეგები მოჰყვება- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფ უცხოელ სამხედრო კონტინგენტს "შესაძლო დამპყრობლები" უწოდა.

რუსეთის ლიდერმა უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ის „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებს. მან განაცხადა, რომ მის მიერ წამოწყებულ „სპეციალურ ოპერაციას“ მხარს უჭერდა რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა. მისი გამოსვლა რამდენჯერმე აპლოდისმენტებით შეწყდა.

”ჩვენ არ დაგვიწყია ომი დონბასში, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ მის დასასრულებლად”, - გაიმეორა პუტინმა. პუტინის პრესმდივანმა განაცხადა, რომ პუტინის მოხსენებას რუსულ მედიასთან ერთად უცხოური მედიასაშუალებებიც გააშუქებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში