უკრაინის პრეზიდენტი ალბანეთში ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია ქვეყანაში ომის დაწყების შემდეგ. ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტის ფარგლებში ალბანეთის პრემიერ -მინისტრს და სხვა რეგიონულ ლიდერებს შეხვდება.
პრეზიდენტი ზელენსკი ღონისძიების თანაორგანიზატორი და თანათავმჯდომარე იქნება. თებერვლის დასაწყისში ალბანეთში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მაღალი შეფასება მისცა ტირანის უკრაინისადმი მხარდაჭერას.
ალბანეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული აგრესიის შემდეგ უკრაინას გაუგზავნა სამხედრო დახმარება - იარაღი, საბრძოლო მასალა, ნაღმსაწინააღმდეგო მანქანები და ამჟამად უკრაინის მხარდამჭერ ქვეყანათა პირველ ათეულში შედის.