„ბორჯღალოსნები“ ახალი ზელანდიის წინააღმდეგ

27 თებერვალი 2024, 11:05 292 ნახვა

მორაგბეთა ნაკრები შემოდგომაზე ახალი ზელანდიის ნაკრებს უმასპინძლებს - ამ ინფორმაციას „ფრირაგბი“ავრცელებს.

ეს ზელანდიელთა ძირითადი ნაკრები არაა, თუმცა, მის რიგებში "ოლ ბლექსის" უახლოესი რეზერვი იკრიბება და ქართველ მორაგბეებს ისტორიულ შეხვედრაში დიდი გამოცდა ელით.

საქართველოს ნაკრები ივლისში წყნარი ოკეანის ტურნეზე მიემგზავრება და სამოას, იაპონიასა და ავსტრალიას ეთამაშება. შემოდგომაზე კი, ზელანდიელების გარდა, „ბორჯღალოსნები“ სხვა ტესტ-მატჩებსაც გამართავენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში