ჩინეთში კონტეინერმზიდი გემი ხიდს შეეჯახა

22 თებერვალი 2024, 10:03 431 ნახვა

ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს მახლობლად მდინარე მარგალიტზე გადებულ ლიქსინსშას ხიდთან კონტეინერმზიდის შეჯახების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი.   ცარიელი საკონტეინერო გემი კი ხიდის ორ საყრდენ ბურჯს შორის გაეჭედა.

შეჯახების  შემდეგ  ხიდზე გამავალი ორზოლიანი გზის  ნაწილი ჩამოინგრა და მასზე მოძრავი მანქანები მდინარეში ჩაცვივდა. გემის ეკიპაჟის ერთი წევრი გადაარჩინეს, სამი  დაკარგულია.

ხიდიდან  სულ ოთხი ავტომობილი და ელექტრომოტოციკლი გადავარდა.  

ორი ავტომობილი, მათ შორის ავტობუსი, წყალში ჩავარდა და სამი სხვა მანქანა ბარჟაზე აღმოჩნდა.    

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში