ბათუმის „დინამო“ ისევ დამარცხდა 

21 თებერვალი 2024, 08:46 427 ნახვა

თურქეთში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა ბათუმის „დინამომ“ მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ტესტ-მატჩი გამართა ლატვიურ „რიგასთან“ და 0:3 დამარცხდა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ორეტაპიან შეკრებაზე შვიდი ამხანგური მატჩი ჩაატარა და გამარჯვებიის მოპოვება ვერც ერთხელ ვერ შეძლო. ოთხ შეხვედრაში დამარცხდა, სამი კი ფრედ ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატი სტარტს პირველ მარტს აიღებს. წლევანდელი სეზონი მოქმედი ჩემპიონისა და უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ფოთის „კოლხეთის“ მატჩით გაიხსნება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი