რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ორმაგი რუსეთისა და აშშ-ის მოქალაქეობის მქონე ქალი ურალის ქალაქ ეკატერინბურგში დააკავა. იგი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის თანხების შეგროვების გამო სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ლოს-ანჯელესის 33 წლის მკვიდრი აგროვებდა თანხებს უკრაინული ორგანიზაციისთვის, რომლის საბოლოო ბენეფიციარი იყო უკრაინის არმია - განაცხადეს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში.