გენო პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ვიცე-ჩემპიონია

19 თებერვალი 2024, 08:09 390 ნახვა

ბუქარესტში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ქართველი ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში პრინციპულ მეტოქესთან, თურქ ტაჰა აკგულთან 4:5 დამარცხდა. ფინალურ ბლოკში მირიან მაისურაძემ იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ფალავანმა რუმინელი ანდრიან გროსული დაამარცხა. მანამდე საქართველოს ნაკრების ოთხმა წევრმა შეძლო მედლის მოპოვება. გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. 

ნაკრების დებიუტანტი აკაკი ქემერტელიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. რობერტ დინგაშვილი და ავთანდილ კენჭაძე კი მესამე ადგილზე გავიდნენ.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი