ილია სულამანიძემ ბაქოს გრანდ სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო 

19 თებერვალი 2024, 09:44 465 ნახვა

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს ილია სულამანიძე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ჩვენს გუნდს შეჯიბრზე მეორე მედალი მოუპოვა.

ქართველმა ფინალში პოლონელი პიოტრ კუჩერა 43 წამში იპონით დაამარცხა და ბაქოს გრანდ სლემი ზედიზედ მეორედ მოიგო.

ტურნირზე გამომსვლელი ექვსი ქართველი – გურამ თუშიშვილი, შალვა გურეშიძე, ბაქარ ერაშვილი, აკაკი ჯაფარიძე, ონისე სანებლიძე და სოფიო სომხიშვილი შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი