საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მე-2 ადგილზე გავიდა

18 თებერვალი 2024, 23:49 522 ნახვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ამ შედეგებით კი 130 ქულა მოაგროვა და გუნდურ ჩათვლაში მე-2 ადგილზე გავიდა.

ოქროს მედალი 97 კგ. წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილმა მოიპოვა.

ვერცხლის მედლებს 70 კგ-ში აკაკი ქემერტელიძე და 125 კგ-ში გენო პეტრიაშვილი დასჯერდნენ.

ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი რობერტ დინგაშვილი (57 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (79 კგ.) და მირიან მაისურაძე (92 კგ.). გახდნენ.

მანამდე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი