დაიღუპა ერთი და დაშავდა 21 ადამიანი მისურის შტატის ქალაქ კანზას სიტის ცენტრში სროლის შედეგად. ინციდენტი სუპერბოულში გამარჯვების აღნიშვნასთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების მახლობლად მოხდა.
პოლიციის განცხადებით, დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი. გამოძიება ჯერ ვერ ასახელებს დანაშაულის მოტივს.
დაშავებულებს შორის 6 წლამდე ასაკის ბავშვებია.