ბათუმის „დინამო“ მორიგ ტესტ-მატჩს უკრაინის „ზორიასთან“ გამართავს

14 თებერვალი 2024, 13:30 372 ნახვა

''დინამო'' ბათუმი სეზონისთვის მზადებას თურქეთში განაგრძობს და ამხანაგური შეხვედრების სერიას მართავს.

დღეს ზღვისპირელები უკრაინის „ზორია ლუჰანსკს“ დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ „დინამომ“ უკვე გამართა ოთხი ამხანაგური შეხვედრა, საიდანაც ორში დამარცხდა, ორში კი ფრედ ითამაშა.

„დინამოსა“ და „ზორიას“ მატჩი 17:00 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება მთავარი ეთერში არ გავა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში