ინდოელი ფერმერების მსვლელობა ცრემლსადენი გაზით დაშალეს

14 თებერვალი 2024, 08:48 410 ნახვა

ინდოეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ფერმერების წინააღმდეგ, რომლებიც საპროტესტო მსვლელობით ნიუ დელისკენ მიემართებოდნენ.  ფერმერებმა, საპროტესტო მსვლელობა   დელისკენ მას შემდეგ დაიწყეს, რაც მათ პროფკავშირებსა და მთავრობას შორის მოლაპარაკები სასურველი შედეგით არ დასრულდა.

პოლიციამ  აკრძალა დიდი შეკრებები ნიუ დელიში და დაბლოკა ძირითადი მარშრუტები, რომლებიც პენჯაბიდან დედაქალაქისკენ მიდის.

ფერმერები მოითხოვენ, რომ მთავრობამ მიიღოს კანონი, რომელიც მომავალი მოსავლისთვის მინიმალური მხარდაჭერის ფასის გარანტიებს უზრუნველყოფს.

ასევე ითხოვენ ფერმერებისთვის პენსიების გადახდას და ფერმერული  მეურნეობების ვალებისგან გათავისუფლებას.

ინდოელ ფერმერებს ასევე სურთ, რომ ინდოეთი გამოვიდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან და გაყინოს ყველა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი